პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
საქართველოს კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებთან დაკავშირებით ქუთაისში დისკუსია გაიმართა.
საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ ევროპა ჩვენი სახლიას“ ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
დისკუსიის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილება სხვა არაფერია, თუ არა პარლამენტის ქუთაისიდან სრულად გადატანის მცდელობა.
„ვუერთდებით მოთხოვნას პარლამენტის ქუთაისში დარჩენასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩვენ მხარს დავუჭეთ ყველა ინიციატივას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის, მთავრობას არ მივცეთ მოსახლეობის მოტყუების საშუალება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაიცვან კონსტიტუციის 48-ე მუხლი, პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და მათი მორიგი სატყუარა, თითქოს რეგლამენტში შედის ცვლილება და პარლამენტი არ გადავა, არ მივიღოთ“, -განაცხადა გიგა შუშანიამ.
მთავრობას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.
„მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და გაერთიანდნენ ამ იდეის ირგლივ. რაც შეეხება მთავრობის განცხადებას, რომ ძვირი ჯდება პარლამენტის ქუთაისში შენახვა, მაშინ მოვუწოდებთ ყველას, მასიურად გადავიდეთ თბილისში საცხოვრებლად“, - განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
ორგანიზაციებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელი მერაბ ბარათაშვილი. მისი თქმით, პარლამენტი უკვე გადატანილია თბილისში. „პარლამენტი კარგა ხნის გადატანილია თბილისში, აქ მხოლოდ სხდომა ტარდება, მაგრამ არჩევნების შემდეგ სრულად გადავა. ქუთაისი აღარ იქნება საპარლამენტო ქალაქი და ვერცერთი სხვა წინადადებით ამ ფუნქციის ჩანაცვლება ვერ მოხდება",-განაცხადა მერაბ ბარათაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

15:46
10:15
11:28
















