|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის ყოფილ შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან გაიმართება. აქცია 18 საათზე დაიწყება.  მესამე პრეზიდენტის სოლიდარობის მიოზნით შეკრებილი ადამიანები მსვლელობის ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ გამოემართენბიან.

გადავარჩინოთ მიშა -  ამ გზავნილით აქციები დღეს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით გაიმართება.  აქციის მონაწილეები შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც მივლენ და მას გადაწუვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. 

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით დღეს სოლიდარობის აქციები საზღვარგარეთის ქალაქებში გაიმართება. გლობალური აქციის ორგანიზატორები რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩია. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა