პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცა
პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე ცოტა ხნის წინ ჩატარდა.
კალანდარიშვილს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი იყო.
რაც შეეხება მეორე კანდიდატურას - გიორგი სანტურიანს, მას მხარი 4-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
კალანდარიშვილი 6 თვის ვადით აირჩიეს.
წესკოს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი (81 მომხრე, 3 წინააღმდეგი ) და მაია ზარიძე (81 მომხრე, 1 წინააღმდეგი.)
ცნობისთვის, საკითხს კენჭი პარლამენტმა უკვე მეოთხედ უყარა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



15:17
15:16
14:26
17:59
















