პარლამენტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე დაამტკიცა
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე დაამტკიცა. თადუმაძემ მთავარი პროკურორის პოსტი 6-წლის ვადით დაიკავა. მას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ხმა თადუმაძის კანდიდატურის წინააღმდეგ პარლამენტის ორმა წევრმა მისცა. თადუმაძის არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა.
ახალი მთავარი პროკურორის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ დაკავებული თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994 - 1998 წლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 1994 – 1999 წლებში, იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.
ავტორი: ნიუპრესი