|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ცვლილებები განხორციელდა ძალოვან ბლოკშიც.

პარლამენტმა ნდობა შემდეგი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა:

პრემიერ-მინისტრი -გიორგი გახარია;

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი -დავით ზალკანიანი;

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა