პარლამენტმა ნიკა მელიას 88 ხმით სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა
პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას 88 ხმით მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.
რეგისტრაცია 94 დეპუტატმა გაიარა. 88 -მ ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა, 4 -დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, "მოქალაქეების" წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა კი ხმა იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგ მისცეს.
ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რაც მელიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა.
აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, მელიას სასამართლომ გირაოს ოდენობა 70 ათასს ლარამდე გაუზარდა. შესაბამისად, მას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რის გადახდაზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უარი თქვა.
პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.
ავტორი: ნიუპრესი