პარლამენტში დეპუტატების ჩხუბის გამო ოთარ კახიძე დაშავდა
არსებული ინფორმაციით, პარლამენტში დეპუტატებს შორის ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაშავდა.
კახიძე რამდენიმე წუთის წინ კოლეგა დეპუტატმა, გიორგი ტუღუშმა პარლამენტის შენობიდან გაიყვანა. მას თავიდან სისხლი სდიოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი საავადმყოფოს მიმართულებით წავიდნენ.
დეპუტატები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა არაოფიციალური ცნობით, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის რამდენიმე წევრს შორის, კერძოდ კი გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფთაგან ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა და კახიძეს მოხვდა.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

15:46
10:15
11:28
















