პარლამენტში დღეს ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხს განიხილავენ
რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მინისტრებს მოუსმენენ.
ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნთია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრებიან.
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. მათი უწყვეტი პროტესტი ხეობაში რამდენიმე თვეა გრძელდება. ხეობიდან ჰესის მშენებელი კომპანიის გასვლის მოთხოვნით ქუთაისში მძლავრი აქცია გაიმართა, სადაც ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღებისათვის 2 კვირის ვადა მისცეს.
ავტორი: ნიუპრესი