პარლამენტთან აქცია ,,შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს
პარლამენტთან საერთო-სახალხო მოძრაობის მიერ ორგანიზებით აქცია - ,,შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს.
აქცია საქართველოს უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო.
მასშტაბურ აქციაში მოქალაქეებთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სტუდენტები მონაწილეობენ.
ისინი აქციას სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით, შეძახილებითა და დროშებით შეუერთდანენ.
დღევანდელ აქციაში ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები მონაწილეობენ.
დაგეგმილი აქციის გამო, ტერიტორიაზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
დღევანდელ აქციაზე ახალი სამოქმედო გეგმა გაჟღერდება. 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვენ.
ავტორი: ნიუპრესი