|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტთან ქვეითად მოსიარულე ქალბატონს ავტომანქანა დაეჯახა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირ. აბაძიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ქალბატონს ავტომანქანა დაეჯახა.

დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, არსებული ინფორმაციით, ქალბატონის მდგომარეობა  მძიმეა. 

შსს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი