|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით, ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გაირიცხა

პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გარიცხეს. როგორც დეპუტატის მიერ  პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ  განაცხადა, ამის მიზეზი მერკანტილური ინტერესების პარტიულზე მაღლა დაყენება აღმოჩნდა. 

სიჭინავას თქმით,  ნინო ჩიკვაშვილს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმებით აქტიურად აშანტაჟებდნენ. ხელისუფლება მას პარტიის დატოვებას და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენას თხოვდა. 

როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, ნინო ჩიკვაშვილს რამდენიმე თვის განმავლობაში პარტია სთავაზობდა, რომ  ზეწოლის შესახებ  ღიად, ესაუბრა, თუმცა  ვერ გაუძლო „ოცნების“, სუს-ის და შემოსავლების სამსახურის წნეხს და სრულად დაჰყვა მათ მოთხოვნებს.

 „ნინო ჩიკვაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შემოსავლების სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ის ხალხი, ვინც „ოცნებას“ მიჰყიდის სულს, მათგან აიღებს ფულს და იცხოვრებს იმ იმედით, რომ სახელმწიფოს განვითარების დიდ იდეას ანაცვალოს საკუთარი მერკანტილური ინტერესი, ჩვენს გვერდით ვერ იქნება“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 როგორც ნინო ჩიკვაშვილმა განაცხადა, მომხდარზე კომენარს მოგვიანებით გააკეთებს.

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა