"პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა, რადგან მოქალაქეები დაუცველები არიან"
"სოლიდარობა ტყიბულს"-ამ ლოზუნგით ქუთაისში დღეს მდუმარე აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები შრომითი უსაფრთოების დაცვას ითხოვენ.
ორგანიზატორის, ლაშა მესხის თქმით, ქვეყანაში დაცული არ არის შრომის უსაფრთხოება, ამიტომ ადამიანები იღუპებიან.
"2018 წელს უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი, ასეთი ფაქტები უნდა დასრულდეს და დაცული უნდა იყვნენ მშრომელები“-აცხადებს ლაშა მესხი.
აქციის მონაწილეების თქმით, "პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე მოდის, რადგან მოქალაქეები დაუცველები არიან".
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი