|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხცადა.  როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, არ მიცემს სისტემას მისი ინვალიდიზაციის  უფლებას.  

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია. მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტიგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის მწერს: "კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა". ეს გამოიწვევს თქვენი უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე, განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმის, ელექტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც თავის მხრივ ქსოვილურ და უჯრედულ დონეზე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება. მე მივდივარ ამაზე. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 მისი თქმით, მისი მოთხოვნა ადექვატური ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელევბაა. 

"ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ ემპათიის მიერ და დარწმუნებულ ვარ საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც რომ შემოეშვათ დარწმუნებული ვარ იტყოდნენ ზუსტად იგივეს.

ეს არის კონკრეტული მოთხოვნა და ეს არ არის ის, რომ მორიგი დაშინებული ექიმი შემოუშვან და მერე ქმარი მოუხსნან, ან შვილი ინსტიტუტიდან გაურიცხონ", - განაცხადა სააკაშვილმა. 

 შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 50 დღე იშიმშილა, რამაც მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა