|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პედაგობებისა და სკოლებში დასაქმებული პერსონალის 40 %-მდე ვაქცინირებულია

სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის 30-დან 40%-მდე ვაქცინირებულია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება. 

„რაც შეეხება სკოლებს, სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. პროპორციულად ეს რაოდენობა იზრდება, დაახლოებით სამიზნე ჯგუფის 30-დან 40%-მდე უკვე ვაქცინირებულია, რაც, რა თქმა უნდა, სასურველი მაჩვენებელი არ არის და ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიურებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - აცხადებს გაბუნია.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯამურად 67%-ია. ეს უფრო მეტად ექიმების ხარჯზეა. „ვაქცინაცია ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჯერ არ ვართ იქ, რომ საკმარისი რაოდენობა მივიღოთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ავტორი: ნიუპრესი