საბავშვო ბაღების პედადოგები 50 პროცენტიან წახალისებას მიიღებენ
საზაფხულო საბავშვო ბაღებში მომუშავე მორიგე პედაგოგები ხელფასთან ერთან 50% -იანი დანამატსაც მიიღებენ. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დღეს პედაგოგებს თავად განუცხადა. მან ააიპ ,,ბაგა ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან და ადმინისტრაციის უფროსთან ერთად საზაფხულო ბაღი დაათვალიერა.
ქუთაისში საზაფხულო ჯგუფებმა ფუნქციონირება 27- ივნისიდან დაიწყო. გაერთიანების N16 (მის. ევდოშვილის N83) და N25 (მის. ხორავას N8 ) ფილიალებში მორიგე ბაღები 29 - ივლისამდე იმუშავებენ. ორ საზაფხულო ბაგა-ბაღში 400 ბავშვია რეგისტრირებული.
ქუთაისის ,,ბაგა - ბაღების გაერთიანების" ფილიალებში სასწავლო პროცესი 24 ივნისს შეწყდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:58
11:46
22:32
19:44
20:45
















