|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება

პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადის სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია მოიხსნება.

ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა