|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია - ირაკლი ღარიბაშვილი

პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას ელემენტარული წესები, რომ ქვეყანაში ვირუსის მესამე ტალღის განვითარება არ მოხდეს.

„ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი