პირი რომელმაც ქუთაისში ოკუპანტის დროშა აღმართა, სასამართლოში ჩივილს აპირებს
პირი, რომელმაც ქუთაისში ოკუპანტი ქვეყნის დროშა აღმართა, 40 წლის გიორგი ძაგნიძეა. რუსეთის მეხოტბე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშის აღმართვისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
მისი ოჯახის წევრების განცხადებით, აპირებენ დაკისრებული ჯარიმის სასამართლოში გაპროტესტებას.
გარდა ამისა ოკუპანტის პროპაგანდისტი პატივისა და ღირსების შელახვისთვის თავად აპირებს იჩივლოს.
ძაგნიძის დედის თქმით, მის შვილს ცუდი არაფერი გაუკეთებია და რუსეთის დროშის ქუთაისში ფრიალით არაფერი დაშავდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა