|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა

მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე, ნახევარფინალური ტურში, საქართველოს  ნაკრებმა იტალია -  18:17 დაამარცხა. 

მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა თორნიკე მატარაძის ლელოთი გახსნა. 

მატჩის მეორე ნახევარში იტალიელებმა ანგარიშის 5 ქულამდე შემცირება 67-ე წუთზე გატანილი ჯარიმით შეძლეს. 15:10.

რამდენიმე წუთში საპასუხო ჯარიმა ქართველებმაც გაიტანეს - გელა აფრასიძის მიერ ზუსტად შესრულებულმა საჯარიმომ საქართველოს 8 ქულიანი უპირატესობა აღუდგინა. 18:10

შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე იტალიელებმა ლელოს დადება და მისი ზუსტად გარდასახვა შეძლეს, რასაც მსაჯის საფინალო სასტვენი მოჰყვა და საბოლოო ანგარიშად - 18:17 დაფიქსირდა.

ქართველი 20 წლამდელი მორაგბეები  მსოფლიოს თასზე პირველად მონაწილეობენ. იტალიასთან მიღწეული გამარჯვება კი ჩვენი ნაკრებისთვის აღნიშნულ ტურნირზე პირველია.

 

 

 

 

წყარო:

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა