|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციამ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. „დუბინკები“ ამოიღო - შსს

პოლიციამ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. „დუბინკები“ ამოიღო - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.

პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა,  რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

შეგახსერნებთ, სოფელ ჟონეთთან ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე  მობილიზებულია პოლიცია.

ავტორი: ნიუპრესი