პოლიციამ ქუთაისში დააკავა ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა
პოლიციამ ქუთაისში დააკავა ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.
არსებული ინფორმაციით, ვიდეო მოქალაქე ბექა კვაჭანტირაძემ ჩამოტვირთა, საკუთარ გვერდზე განათავსა და პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა