|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციამ საჩხერელი მეწარმე ბესიკ ივანაშვილი დააკავა

პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ბესიკ ივანაშვილი საჩხერეში დააკავეს.

მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.

დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

შეგახსენებთ, ბესიკ ივანაშვილი სისტემატურად იგებდა ტენდერებს, ის მედიის ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის ტენდერში მიიღო მონაწილეობა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა