|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა

პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ. კ., 1968 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. მ. და 1983 წელს დაბადებული წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი ლ. ჭ., ქურდობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს.

ბრალი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორი მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. აღსანიშნავია, რომ ლ.ჭ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს"- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ავტორი: ნიუპრესი