პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა ქუთაისში იმყოფებოდა
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისში იმყოფებოდა.
მან მოინახულა ნკვდ-ს საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია, დაესწრო ფილმის „Łagier 0331” (ბანაკი 0331) ჩვენებას მესხიშვილის სახელობის თეატრში. იმყოფებოდა პოლონურ-ქართული მეგობრობის სკვერში, სადაც პრეზიდენტ ვ. რაჩკევიჩის ძეგლი მოინახულა და ყვავილებით შეამკო, ასევე ის ესტუმრა კრუკოვსკის სახ. პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრს.
ქუთაისში ჩასულ პოლონეთის ვიცე-სპიკერს, საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია, სადაც სანთლები უნდა დაენთო, დანაგვიანებული დახვდა. ტერიტორია მან თავად დაასუფთავა.
"დღევანდელი ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვიყავით ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას, სადც პოლონელი გმირები იყვნენ თავის დროზე გამოკეტილები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ოდესმე ეს სიმართლე გამოვიდა სააშკარაოზე" - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.
ავტორი: ნიუპრესი