|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლონეთში 44 წლის ქართველის დაღუპვის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცალა. 44 წლის ვანო სანებლიძე წარმოშობით ქუთაისელი იყო. მომხდარის შესახებ ოჯახმა წუხელ შეიტყო, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ იციან.

ერთ-ერთი ვერსიით, მას დამსაქმებელთან ქონდა კონფლიქტი. ოჯახის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არიან როგორც ქართველები, ასევე ადგილობრივები.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხერხდება ცხედრის ჩამოსვენება. ოჯახის გამოძიების შედეგებს ელოდება.

ვანო სანებლიძე პოლონეთში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ წავიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა