|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ხვალ დასახელდება - ირაკლი კობახიძე

 ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. 

მისი თქმით, გიორგი გახარიას ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, თუმცა ვერ წარადგინა საკმარისი არგუმენტები. 

კობახიძე კვლავ ნიკა მელიას დაკავების შესახებ საუბრობს და ნაციონასლური მოძრაობის თავმჯდომარეს მოუწოდებს,  კანონს დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაპატიმრება მოხდება.

„მოვუწოდებ, ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და სრულდება კანონით გათვალისწინებულ, უმოკლეს ვადებში“,- აღნიშნა კობახიძემ.

ავტორი: ნიუპრესი