პრემიერის განცხადება არ უფუძნება საკითხის სიღრმისეულ გააზრებას - ვარლამ გოლეთიანი
პრემიერის განცხადება ნამახვანჰესთან დაკავშირებით ემოციურია და არ უფუძნება საკითხის სიღრმისეულ გააზრებას, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, გიგანტური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტი არის სრულად არგუმენტირებული და სამართლიანი.
„პრემიერმა თვითონვე გამიჯნა თავის საუბარში, რომ არსებობს გულწრფელი პროტესტი და არსებობენ დესტრუქციული ძალები. მე არ ვიცი კონკრეტულად, ჩვენ მხარეს ვის გვაკუთვნებს პრემიერი. მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად არგუმენტირებული და სამართლიანი. აბსოლუტურად ემოციურ განცხადებებს აკეთებს პრემიერი, რომელიც არანაირად არ უფუიძნება და არ ემყარება საკუითხის სიღრმისეულ გააზრებას“, განაცცადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობაში ჰიბრიდული ომის ნიშნებს ხედავს.
ავტორი: ნიუპრესი