|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მკაცრი რეაგირება იქნება - პრემიერი ქუთაისის მერიის შესახებ მომზადებულ აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებზე

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშში მოყვანილ დარღვევებზე, რომელიც ქუთაისის მერიის საქმიანობას ეხება, მკაცრი რეაგირება იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერის განცხადებით, დოკუმენტს არ იცნობს, თუმცა მოიკითხავს მას და ყველა ასეთ ფაქტზე მკაცრი რეაგირება იქნება.
„არ მინახავს და მოვიკითხავ აუცილებლად. არცერთი ასეთი ბრალდება და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე. ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება თითოეულ ასეთ ფაქტს. ამას გპირდებით მე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა