|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტის შემდეგ "ტორპედო" კაპიტანმა და ორმა ფეხბურთელმა დატოვა

"ტორპედოს" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდი კაპიტანმა გიორგი კუხიანიძემ დატოვა. როგორც გუნდში განმარტავენ, მან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

"გვინდა განვმარტოთ, რომ ამ დღეებში "ტორპედომ" გიორგის პრივილეგური პირობები, კერძოდ, ყველაზე მაღალი ანაზღაურება შესთავაზა და მისგან თანხმობის მოლოდინში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, შეგვატყობინა, რომ "ტორპედოს" ტოვებს, რადგან შრომითი ხელშეკრულება თბილისურ კლუბთან, "ლოკომოტივთან" გააფორმა",-წერია განცხადებაში.
კუხიანიძესთან ერთად "ლოკომოტივში" გააგრძელებს კარიერას ირაკლი კლიმიაშვილი. იდევ ერთი აწ უკვე ყოფილი "ტორპედოელი" ლაშა შინდაგორიძე ბოლნისის "სიონში" ითამაშებს.
"ტორპედოში" სასელექციო მუშაობა გრძელდება. უახლოეს დღეებში კლუბთან კონტრაქტს რამდენიმე მოთამაშე განაახლებს. ამასთან ერთად გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით, მათ შორის უცხოელებით, გაძლიერებას აპირებს.
ს.კ. "ტორპედო" გუნდიდან წასულ სამივე ფეხბურთელს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის.

შეგახსენებთ, რომ კლუბი პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა დატოვა.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორთან, რომელიც მზადაა "ტორპედოს" სპონსორი გახდეს.  მოლაპარაკებაში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო.  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი