|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. აღნიშნულის თანახმად,  საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე  მოვალეობის შესრულება ეკისრება.

ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს.

ასევე შვიდი დღის ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მინისტრთა კანდიდატურების შესარჩევად. 

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა,  პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის ლიდერი,  ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს.

ავტორი: ნიუპრესი