პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 95 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი აქტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
”თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან დღეს 69 პატიმარი გათავისუფლდება. მათგან 10 ქალია და 2 არასრულწლოვანი. ამავე აქტის საფუძველზე 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა”, - განაცხადა ქორიძემ.
მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულებს შორის, რომლებსაც სასჯელი შეუმცირდათ, 2 ქალი და 2 არასრულწლოვანია.
შეწყალების კომისიას ჯამში 597 საქმე განიხილა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


11:46
22:32
19:44
20:45
















