პრეზიდენტს პარლამენტში თებერვალში მოუსმენენ
წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება.
პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს.
ამ თემაზე საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე გაიმართება კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
საგაზაფხულო სესია თებერვლის დასაწყისში გაიხსნება.
პრეზიდენტი პარლამენტში ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




11:28
12:35
















