პროდუქტები, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა
2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად ბოსტნეული გაძვირდა: კომბოსტო - 297.3%-ით, კიტრი - 110.2 %-ით, ყურძენი - 72%-ით, ქლიავი - 69%-ით, კარტოფილი - 67.2%-ით, მარგარინი - 58.1%-ით, სიმინდის ფქვილი - 56.4%-ით, ბადრიჯანი - 52.8%-ით, წიწაკა - 48%-ით, პომიდორი - 40.2%-ით.
ფასი გაიზარდა ასევე პურზე -35%-ით , ხოლო 31%-ით კი ფქვილზე.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















