|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #41 სკოლაში პროექტის“ ჯადოსნური წრე“ მეორე ფაზა დასრულდა

პროექტის „ჯადოსნური წრე“ მეორე ფაზა დასრულდა.   პროექტი სამთვიანია და მისი მიზანია ან.რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა- მათემატიკის სკოლის ბაზაზე თანატოლგანმანათლებებლების ჯგუფის ჩამოყალიბება, მათი გადამზადება და შემდეგ მიღებული ცოდნის რეალიზაციისთვისა და გაზიარებისთვის მათი მხრიდან სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისა და მშობლებისთვის შეხვედრების ჩატარება. 

პროექტის მონაწილეები 8 თემატიკას გაეცნენ.

პროექტში ჩართულმა შვიდმა მოსწავლემ და შვიდმა მშობლემა ერთი თვის განმავლობაში შემეგი თემები დაფარეს: ბავშვის უფლებათა კონვენცია; ადამიანისა და მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები; რას ნიშნავს იყო აქტიური; რას ნიშნავს ადვოკატირების კამპანია; ეფექტური კომუნიკაცია; ინიციატივების წამოყენება და განხორციელების გზები; კონფლიქტების მოგვარება; ვორქშოპების ჩატარების ტექნიკა;

„ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის ეს არის ადვოკატირების კამპანია, რომელშიც RICDOG არის ჩართული. კამპანიის ფარგლებში ჩამოვაყალიბეთ 14 კაციანი ჯგუფი. ჯგუფში არის როგორც მოსწავლეები ასევე მოსწავლეების მშობლები. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ თანატოლგანმანათლებებლების ჯგუფი. გადავამზადოთ ჯგუფის წევრები და შემდეგ მიღებული ცოდნის რეალიზაციისთვისა და გაზიარებისთვის მათი მხრიდან სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისა და მშობლებისთვის შეხვედრები ჩატარდეს. საბოლოოდ გვინდა მივიღოთ წრე, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა ის მოსწავლე-მშობელი, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების წრის გაზრდას უკეთესი განათლებისთვის“ –ამბობს პროექტის „ჯადოსნური წრე“ კოორდინატორი ბელა შალამბერიძე.

პროექტის ერთ–ერთი მონაწილის ნათია სოფრომაძის თქმით, მისთვის, როგორც მშობლისთვის, მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს ჩართული პროცესებში.

„პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო ვორქშოფებს დავესწარით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთს – „ბავშვთა უფლებების დაცვა“, რომელსაც ჩემს მეოთხე კლასელ შვილთან ერთად  ვესწრებოდი. ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემი შვილი იყოს აქტიურად ჩართული და ჰქონდეს შესაძლებობა, მიიღოს უკეთესი განათლება“ – ამბობს ნათია სოფრომაძე, პროექტის მონაწილე.

 

თანატოლგანმანათლებლების ჯგუფის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს აქტიური ახალგაზრდებისა და მშობლების ერთ სივრცეში გაერთიანებას, თაობათა შორის დიალოგს, ერთობლივად განათლებაში არსებული პრობლემების ირგვლივ მუშაობას. ასევე, თანატოლგანმანათლებლების ჯგუფი იქნება მაგალითი იდეების ერთობლიობისა და ერთობლივად არსებული პრობლემეზე მუშაობისა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი სამი ეტაპისგან შედგება. მესამე ეტაპი მომდევნო კვირიდან დაიწყება და მისი მიზანია პროექტის მონაწილეებმა შეხვედრები გამართოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თემებზე: „რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე“ და „არაფორმალური განათების როლი და შესაძლებლობები“.

პროექტი ხორციელდება ადვოკატირების კამპანიის - "ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის" ფარგლებში.

აქვე, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

ავტორი: ნიუპრესი