|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროევროპული აქციების მონაწილე თედო აბრამოვი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პროევროპული აქციების მონაწილე, ნარკოდანაშაულში ბრალდებული, 22 წლის თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მოწმე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, ცნობისთვის,  თევდორე აბრამოვი პოლიციამ 2024 წლის 7 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე მიმავალი საკუთარ სახლთან დააკავა. მას პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.  მას  8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემურებოდა.

 თედო აბრამოვი გიორგი ახობაძის შემდეგ მეორე პატიმარია, რომელიც ნარკოდანაშაულისათვის იყო ბრალდებული და მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

 

ავტორი: