|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პროფესიები მომავალში“ - თიბისის შეხვედრების ახალი სერია

„პროფესიები მომავალში“ თიბისის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ შეხვედრებზე, კონკრეტული სფეროსა და ტექნოლოგიების ექსპერტების მონაწილეობით, ვსაუბრობთ თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიების განვითარებას არსებულ პროფესიებზე. 

პირველი შეხვედრა - როგორ ცვლის შემოქმედებით ინდუსტრიას ტექნოლოგიები - კანის ლომების კრეატიული ფესტივალის ახალგაზრდულ კონკურსის პანელის მთავარი თემა იყო. 

როგორ შეიძლება, შეიცვალოს საქმიანობები და პროფესიები და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? მოკლავს თუ არა შემოქმედებითი სფეროს პროფესიებს გენერაციული AI ინსტრუმენტები? ამ თემების ირგვლივ შეხვედრაზე ისაუბრეს: „დიზაინ ინსტიტუტის” დამფუძნებელმა ნინო ეგაძემ, ზაალ გაჩეჩილაძემ - AI Lab დამფუძნებელმა და კოკა ქამუშაძემ Playmakers დამფუძნებელმა.

სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. ხშირად ვისმენთ, იმასაც რომ AI სხვადასხვა პროფესიებში ადამიანებს ჩაანაცვლებს. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები პროფესიას არათუ „გვართმევს“, არამედ პირიქით, ეს არის შესაძლებლობა ვეძებოთ ახალი ინტერესები და გვქონდეს მრავალფეროვანი კარიერა.

თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა