|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურა გოგი წულაიას ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია სექსუალურის ხასიათის  ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო, სასამართლომ ის ს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პროკურატურა არ ეთანხმება და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას.  ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ა.დ.-ს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, გ.წ.-მ დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.წ.-მ  დაზარალებულის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. 

 

აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. 

 

გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა,  დამნაშავედ იქნა ცნობილი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6 თვით აღკვეთა განესაზღვრა.

 

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს  სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

 გოგი წულაია თავს პოლიტიკურად დევნილად მიიჩნევს  ბოლო 4 თვეა საფრანგეთში ცხოვრობს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა