პროტესტის 105 დღე - ნამოხვანში ჰესის მშენებლობას მასშტაბური აქციით გააპროტესტებენ
რიონისხეობის მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი დღეს მასშტაბური აქციით გაგრძელდება. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამჯერად სოფელ ნამოხვანში შეიკრიბებიან.
ადგილობრივები გიგანტური ჰესის მშენებლონას აპროტესტებენ და ხეობიდან კომპანია "ენკას" გასვლას მოითხოვენ. ასევე აპროტესტებენ 1-ელ თებერვალს მომხდარ დარბევას და ჯვრის დემონტაჟს. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის მთელს დასავლეთ საქართველოს.
ადგილობრივები ჰესის მშენებლბას 105 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცელები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა