ქალი, რომელსაც თერჯოლაში ორი დღეა ეძებდნენ, უვნებელი იპოვეს
ქალი, რომელსაც თერჯოლაში ეძებდნენ, უვნებელი იპოვეს. მას ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მიაკვლიეს. როგორც ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერენ, ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს.
როგორც ცნობილია, ქალს ძაღლის დახმარებით მიაკვლიეს.
შეგახსენებთ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრები 62 წლის ქალი სახლიდან ორი დღის წინ გავიდა და მისი კვალი დაიკარგა. ოჯახი დახმარებას ითხოვდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა