ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში აქცია გამართა
"თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრებისა და "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებულმა ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში აქცია გამართა.
ორგანიზაციის წევრები სოლიდარობას უცხადებენ ტელევიზიას და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
„ჩვენ დღეს საქართველოს მასშტაბით შევიკრიბეთ ქალები "რუსთავი 2_ის მხარდასაჭერად. ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ "რუსთავი 2-ს"და გვინდა კვლავაც ვუყურებდეთ მას. ასევე ვითხოვთ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ სიტყვის თავისუფლებისათვის დაკავებული ახალგაზრდები“, - განაცხადეს აქციაზე.
„ჩვენ ვართ დედები იმ ბავშვებისა, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. მოვითხოვთ სამართლიანობას. არხი დაუბრუნდეს საზოგადოებას და გამოუშვან უდანაშაულო ბავშვები, რომლებმაც თავი შეწირეს უსამართლოს წინააღმდეგ ბრძოლას", - განაცხადა აქციის მონაწილე მაია კვინიკაძემ.
ქალთა ორგანიზაციის აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად გაიმართა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი




14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















