ქალთა ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ შეხვედრა ქუთაისში გამართა
ქუთაისში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფება, რომელიც „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს მართავს.
მორიგი გამართულ შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ქუთაისის შემდეგ, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ამბროლაურში გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა