|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქარი და სიცხე - დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

ქარი და სიცხე - უახლოესი  დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები ცხელ და ქარიან ამინდებს პროგნოზირებენ. 

 დასავლეთ საქართველოში 22-23 აგვისტოს +39 გრადუსამდე დაცხება, 24 აგვისტოს კი ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსსაც მიაღწევს. ამასთან, მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც 22-23 აგვისტოს 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს. 

 

 აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსს,  ქარის სიჩქარე 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს.

ცხელი და ქარიანი ამინდები ხანძრის გაჩენის საშიშროებას ქმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას მოუწოდებს, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს, არ დაანთოს ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, მოქალაქემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა