|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული ენა მსოფლიოში დღემდე შემორჩენილ უძველეს ენებს შორის მოხვდა

 Theculturetrip.com იმ უძველესი ენების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებზეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში დღემდე საუბრობენ.

 1) ქართული - სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ სამ ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში სხვადასხვა ენებზე საუბრობენ და სამივე მათგანი აბსოლუტურად განსხვავებული ენათა ოჯახისგან არის შექმნილი: ინდო-ევროპულის, თურქულისა და ქართველურისგან. Theculturetrip-ზე საუბარია, რომ ქართული ენა ქართველურებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია და რომ ქართველებს საკუთარი დამწერლობაც აქვთ.

 2. ებრაული - ებრაული ქრ. შ-დან 400 წლიდან სასაუბრო ენად აღარ ითვლებოდა და მას ებრაელები ლიტურგიულ ენად გამოიყენებდნენ. თუმცა, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ (1948) ებრაული სახელმწიფოს ოფიციალური ენა გახდა.

 3. ტამილური ენა - ტამილურზე მსოფლიოში დაახლოებით 78 მილიონი ადამიანი საუბრობს. ტამილური ენა შრი-ლანკასა და სინგაპურში ოფიციალურად ითვლება. სანსკრიტისგან განსხვავებით, რომელიც უძველესი ინდური ენაა, ტამილური ყოველდღიურ სასაუბრო ენად შემორჩა.

 4. ლიტვური - ევროპული ენები ძირითადად ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფებს მიეკუთვნება, თუმცა მათ დამოუკიდებლად ჩამოყალიბება დაახლოებით ქრ. შ-მდე 3500 წელს დაიწყეს. მას შემდეგ ჩამოყალიბდა გერმანული, იტალიური და ინგლისური, რომლებმაც თანდათანობით დაკარგეს ის საერთო მახასიათებლები, რომლებიც ერთ დროს აერთიანებდათ. თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო ლიტვურმა სწორედ იმ უძველესი ნიშანთვისებების შემონახვა შეძლო, რასაც ლინგვისტები პროტო-ინდო-ევროპულს უწოდებენ.

 5. სპარსული ენა, იგივე ფარსი - სპარსელების ენა ინდოევროპული ოჯახის ირანულ ენებს მიეკუთვნება. სპარსულთან ძალიან ახლოსაა დარი, ანუ ქაბულის სპარსული ენა. განსხვავება მათ შორის უმნიშვნელოა, ლექსიკის დონეზე. სპარსულის დიალექტზე საუბრობენ ტაჯიკებიც. სპარსულში (ფარსი) გამოყენებულია სპარსული დამწერლობა, რომელიც არაბულ გრაფიკაზეა დაფუძნებული.

 6. ისლანდიური - ისლანდიური კიდევ ერთი ინდო-ევროპული ენაა, თუმცა უფრო კონკრეტულად, იგი ჩრდ. გერმანიკულს მიეკუთვნება. ისლანდიური კონსერვატიულად ვითარდებოდა და პირვანდელი მახასიათებლები შეინარჩუნა.

 7. მაკედონიური - მაკედონიური სლავურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება, რომელშიც რუსული, პოლონური, ჩეხური, ხორვატული და სხვები შედიან. უფრო კონკრეტულად, მაკედონიური სლავური ენების სამხრეთსლავურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება. მაკედონურის დამწერლობისთვის გამოიყენება კირილიცაზე დაფუძნებული მაკედონური ანბანი.

 8. ბასკური - ბასკურს ლინგვისტურ მისტიკას უწოდებენ. მასზე საუბრობენ ბასკები, რომლებიც ესპანეთსა და საფრანგეთში ცხოვრობენ, თუმცა ესპანურ და ფრანგულ ენებთან კავშირი არ აქვს. ლინგვისტები მრავალი წლის განმავლობაში იკვლევენ ბასკურის წარმომავლობას, თუმცა მასზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნა დღემდე არ გაკეთებულა. ერთი რამ ნათელია - ბასკურად რომანული ენების გამოჩენამდე საუბრობდნენ.

9. ფინური - ფინური მიეკუთვნება ფინურ-უგრული ოჯახის ბალტიურ-ფინურ ჯგუფს, რომელიც მოიცავს ესტონურს, უნგრულსა და სხვა ენებს, რომლებსზეც ციმბირში მცირე ჯგუფები საუბრობენ.

 10. ირლანდიური - მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიურად მხოლოდ ირლანდიელები საუბრობენ, მას საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. ირლანდიური კელტური ენების ერთ-ერთი ენას მიეკუთვნება. სხვა ენებისა თუ მნიშვნელოვანი გავლენების გამოჩენის მიუხედავად, ირლანდიურმა უძველესი ფორმა შეინარჩუნა. საინტერესოა, რომ თუკი ევროპაში დამწერლობის მთავარი ენა ლათინური იყო, ირლანდიელები საკუთარ ენაზე წერას ამჯობინებდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა