ქართული მედია მთავრობის თავდასხმის სამიზმე გახდა - Amnesty International
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ქართული მედია მძიმე ვითარებაში ხვდება. როგორც ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშშია აღნიშნული, ქართული მედია მთავრობის თავდასხმების სამიზნე გახდა.
„ქართული მედია მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა, პოლიციამ კონკრეტულად ჟურნალისტები დასაჯა, მათ შორის უკანონო ძალის გამოყენებით, რათა ხელი შეეშალა მათთვის საპროტესტო აქციების გაშუქებაში.
ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მომიტინგეებს შეუერთდა, ამჟამად სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა შორისაა.
მთელ რეგიონში სანდო ინფორმაციაზე წვდომა მცირდება, ხოლო დეზინფორმაცია სულ უფრო მეტად დომინირებს საზოგადოებრივ სივრცეში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში მედიის უფლებების დარღვევის 340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ავტორი: