"ქართული მილი" ქართულ ბაზარზეა
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“. ჩვენი პირველადი მიზანი იყო HDPE (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის) ორკედლიანი გოფრირებული მილების წარმოება საკანალიზაციო და სარწყავი სისტემებისთვის. ქარხნის უმაღლესი ხარისხის დანადგარებით აღჭურვამ, საშუალება მოგვცა გვეწარმოებინა გოფრირებული მილები დიამეტრით 100 მმ-დან 1600 მმ-მდე სხვადასხვა სიმტკიცის კლასებში: SN4, SN8, SN12 და SN16.
2017 წელს განხორციელდა შემდგომი ინვესტიცია და დამონტაჟდა დამატებით მაღალი ხარისხის აღჭურვილობა საწარმოო შესაძლებლობების დივერსიფიკაციის მიზნით. ამ ნაბიჯმა საშუალება მოგვცა დაგვეწყო წყლისა და გაზის პოლიეთილენის მილების წარმოება, დიამეტრით 20 მმ-დან 630 მმ-მდე და წნევის დიაპაზონით PN6-დან PN25-მდე.
ამავე წელს კომპანია „ქართულმა მილმა“ დაიწყო საკაბელო გოფრირებული მილების წარმოება, დიამეტრით 40 მმ-დან 110 მმ-მდე.
2024 წლიდან წარმოებაში ჩაეშვა პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის მილები. წნევის დიაპაზონით PN16-დან PN25-მდე, დიამეტრით 20მმ-დან 110მმ-ს ჩათვლით.
გამართული და ეფექტური ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველსაყოფად წარმოების პროცესი იმართება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტების, მიერ რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წამყვან საწარმოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი კადრების გადამზადება, რის შედეგადაც მივიღეთ არაერთი მაღალი დონის სპეციალისტი.
მთლიანობაში, ამ ინვესტიციებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პოლიეთილენის მილების წარმოების ინდუსტრიის განვითარებაში. საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელდა, საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული უამრავი პროექტი. შედეგად ბაზარზე გაჩნდა ნდობა ადგილობრივ პროდუქციაზე, გაიზარდა მოთხოვნა ხარისხზე, შესაბამისად იმპორტის უდიდესი წილი ჩაანაცვლა ქართულმა წარმოებამ.
ავტორი: ნიუპრესი