ქართული მუსიკის თანხლებით გამართული მოდების ჩვენება ნიუ იორკში
ქუთაისელმა დიზაინერმა თეონა მარგველაშვილმა ნიუ იორკის მოდის კვირეულში მონაწილეობა მიიღო. ჩვენებაზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენა ქართული მუსიკის თანხლებით გაიმართა.
"კმაყოფილი ვარ მონაწილეობით, წარმოვადგინე ჩემი ახალი კოლექცია, ნიუ იორკი ყოველთვის ღიაა სიახლეებისათვის, ველოდებით გაყიდვებთან დაკვშირებით წინადადებებს", -აღნიშნა თეონა მარგველაშვილმა ნიუპრესთან საუბარში.
თეონა მარგველაშვილი მოდის სფეროში 2006 წლიდან საქმიანობს. ის ასევე მუშაობს პოპ არტში. მის გეგმებში უახლოეს მომავალში ნიუ იორკში თავისი ნამუშევრების გამოფენის გამართვაც შედის.
ავტორი: ირინა მაკარიძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 85.71%
არა - 14.29%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა