”ქართული ოცნება" ახალ სახეებს 13 ივლისს წარადგენს
პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 13 ივლისს ახალ სახეებს წარადგენს.
ახალი წევრების წარდგენა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოხდება. წინასწარი ინფორმაციით “ქართული ოცნების“ რჩეულები თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო კილაძე, თამარ ხულორდავა, მამუკა მდინარაძე, ირინა ფრუიძე, რომან კაკულია და სოფო ჯაფარიძე იქნებიან.
შეხვედრაზე მხოლოდ “ქართული ოცნების“ახალ სახეებს წარადგენენ, ხოლო საარჩევნო სიის გაცნობა მოგვიანებით მოხდება.
საზოგადოებას პარტიის ახალ წევრებს თავად პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
19:44
20:45
















