"ქართული ოცნება" 6-მა დეპუტატმა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა
„ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.
ამის შესახებ მათ ბრიფინგზე განაცხადეს.
"რა თქმა უნდა პრობლემები, შეცდომები იყო და ამ შეცდომებს ჩვენ ვიზიარებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა რაც შეიძლება ითქვას საზოგადოებას ადარდებს, ეს არის რადიკალიზაცია, ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი"- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
როგორც ცნობილია, რეგლამენტის მიხედვით მათ საპარლლამენტო ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.
ავტორი: ნიუპრესი