„ქართული ოცნება“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს
მთავრობამ პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს. ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მთავარ მაკოორდინირებელ ერთეულს წარმოადგენს. მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა



15:24
15:25
21:40
15:55












