|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება" პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" -გიგა შუშანია

"ქართული ოცნება" პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს"-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

მან დღეს მერიასთან გამართულ ბრიგინგზე ადგილობრივი თვითმმართველობა პარტაქტივის დასაქმების მცდელობაში დაადანაშაულა. გიგა შუშანიას თქმით, მაშინ როდესაც პანდემიის გამო მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ, ხელისუფლებამ საარჩევნო მზადება დაიწყო და საშტატო ნუსხას რამდენიმე ათეულით ზრდის.

მისი განცხადებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს 6 მაისს მიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით, სადაც დღის წესრიგში შეტანილი საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა ეხება ქუთაისის მერიის საშტატო განრიგის, თანამდებობრივი სარგოების, სამსახურის დებულებების და ხელშეკრულებით აყვანილი ადამიანების რიცხოვნობის კანონით დაშვებული 10%-ის 3-ჯერ, 89-მდე გაზრდას, საჯარო სამსახურის ბიუროს თანხმობის საფუძველზე.

ამასთან, შუშანია მერიისგან საგანგებო ბიუჯეტის შემუშავებას ითხოვს.

"რამდენიმე დღის წინ მერიასთან საშვებზე რიგების პრობლემა იყო, მერი კი ამ დროს თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდით იყო დაკავებული. მან საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართა და მოითხოვა, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა 90-მდე გაიზარდოს. ეს არის საარჩევნო მზადება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ამ საკითხების ნაცვლად საკრებულოზე ანტიკრიზისული გეგმა წარადგინოს და გაგვაგებინონ, გამოთავისუფლებული მილიონობით ლარი რამდენად მიზნობრივად დაიხარჯება ადამიანებს დასახმარებლად", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა